19:28 | 2021-10-08 ავტორი:

ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, ქვეყნისთვის თავგანწირვაა – თამრიკო ჭოხონელიძე

ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, ქვეყნისთვის თავგანწირვაა – თამრიკო ჭოხონელიძე

“ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ მართლა არის თავის ქვეყნისთვის თავგანწირვა”,- ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთა დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით დასჯა არ არის მისაღები.

„ჩემი ოჯახის ოთხი წევრია ნანგრევებში... ოთხივე ცოცხლები არიანო“ - ვითარება ბათუმში
2021-10-08„ჩემი ოჯახის ოთხი წევრია ნანგრევებში... ოთხივე ცოცხლები არიანო“ - ვითარება ბათუმში

 

„კარგად ახსოვს საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ მქონდა არაერთი კითხვა.

 

ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი მათ, მაგრამ… ქვეყნის სახელის შელახვაა ის, როდესაც შენი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ასეთი ფორმით სჯი და ამ მდგომარეობაში ამყოფებ. ასეთი დაკნინებული ფორმით, კაცს, რომელის სახელთანაც ბევრი კარგი რამ არის დაკავშირებული.

 

სააკაშვილმა მსგავსი თქვა – ჩემი თავგანწირვით მინდა დავუმტკიცო ქართველ ხალხს, რომ ქვეყნისთვის მზრუნველი და გულშემატკივარი ადამიანი ვარო და ჩაჯდა ციხეში.

 

ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ მართლა არის თავის ქვეყნისთვის თავგანწირვა.

 

მინდა ვისურვო კეთილგონიერება, რაღაცნაირად დაფიქრდნენ, რომ ასეთი ფორმით ადამიანის დასჯა არ შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში სამართალი არ არის“, – განაცხადა ჭოხონელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X