
„ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ (შეერთებულ შტატებში) გადავწყვეტთ“,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება.
„ვფიქრობ, მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“,- განაცხადა კინზინგერმა.
მან ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა, რომელშიც ნათქვამი იყო, კონგრესმენებს არ ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოსი მიმდმინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ადამ კინზინგერმა თქვა, კონგრესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო მეტჯერ ესაუბრებიან, ვიდრე ოპოზიციას.
„ჩვენ გვაქვს სრული უფლება ვესაუბროთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორც ყველა სხვა ქვეყნის შემთხვევაში. თუმცა მე ოთხჯერ უფრო მეტჯერ ვხვდები მთავრობას და ვუსმენ მათ. უფრო მეტი მესმის მათგან, ვიდრე ოპოზიციისგან. საქმე არა ოპოზიციის მესიჯებში, არამედ ჩვენს შეშფოთებაშია. წერილით ჩვენ საქართველოს მთავრობას, და არა მარტო მათ, არამედ ქართველ ხალხსაც ვეუბნებით, რომ ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით. და თუ ჩვენთან პარტნიორობა გსურთ, რაც ჩვენ ძალიან გვინდა, საჭიროა გარკვეული პირობების და წესების შესრულება. და ეს ჩვენს ინტერესს აჩვენებს. ის რომ ოპოზიცია ლობირებს, საერთოდ არაფერ შუაშია. ჩვენ აქედან ვაკვირდებით შიგნით მიმდინარე პროცესებს და ჩვენი პერსპექტივიდან ვაფასებთ მას, და იკვეთება შემაშფოთებელი ვითარება“,- აღნიშნა კონგრესმენმა.






















