16:23 | 2021-07-21 ავტორი: ნინი ტაველიძე

ის, რაც ჩინეთში ხდება, აქამდე ფილმში თუ გვინახავს – შემზარავი კადრები სტიქიის ზონიდან (ვიდეო)

ის, რაც ჩინეთში ხდება, აქამდე ფილმში თუ გვინახავს – შემზარავი კადრები სტიქიის ზონიდან (ვიდეო)

ჩინეთი ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წვიმას ებრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

 

გამოცემის ინფორმაციით, ყვითელი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებები დატბორა. სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ევაკუირებულია 100 ათასამდე ადამიანი.

 

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.

 

ჰენანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩჟენჩჟოუში პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. რამდენიმე საბავშვო ბაღიდან ბავშვების გამოყვანას ვერ ახერხებენ. ქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X