14:44 | 2020-05-13 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ისინი სხვა პლანეტაზე არიან – რატომ არ უერთდება ინაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს

ისინი სხვა პლანეტაზე არიან – რატომ არ უერთდება ინაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს

„ჩვენ რეალობაში ვართ, ისინი სხვა პლანეტაზე,- ასე ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, „ლეიბორისტების ოფისში“ დაწყებულ ოპო​ზიციური პარტიების კონსულტაციებს.

 

„ჩვენ ცალსახად და მკაფიოდ არ ვმონაწილეობთ ამ ფორმატში. ამ პარტიების შეხვედრებში და ეს ბევრჯერ მითქვამს. ის არის სულ სხვა პლანეტა და ჩვენ სულ სხვა პოლიტიკური ძალა ვართ.

 

დაგაინტერესებთ

რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! - არჩევნები 2020
2020-05-12რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! - არჩევნები 2020

 

ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც იმ გაერთიანებაში მონაწილე არაერთ პოლიტიკურ პერსონასთან მიმართებით, ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება.

 

ეს საქმეები ბოლომდე უნდა მივიდეს. ჩვენ რეალობაში ვართ, ისინი სხვა პლანეტაზე არიან“, – განაცხადა ინაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან, 13 მაისიდან კონსულტაციები განახლდა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X