
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, გიორგი რურუას საქმე შეთითხნილია და ის უნდა გათავსიფულდეს. ამის შესახებ მან გიორგი რურუას სასამართლოს დაწყების წინ განაცხადა.
„მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა გიორგი რურუა ვინმეს, მის მიმართ წარმოებული საქმე არის შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული. ის უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ. ამ შემთხვევაში წერტილი მართლაც დაესმება.
საჭირო არ არის გაჯიქება და ბაქი-ბუქი. საკუთარ სიტყვებს უნდა სცენ პატივი, იმიტომ, რომ ისინი დღეს, ინსტიტუტებს წარმოადგენენ“, – განაცხადა უგულავამ.
ოპოზიცია გიგი უგულავასთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა,რომ სასამართლომ იგი პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ასევე, ნახეთ: გიორგი რურუა საგანგებო განცხადებას ავრცელებს






















