18:12 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

ისანში პატრული მოქალაქეს დაეჯახა – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ისანში პატრული მოქალაქეს დაეჯახა – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ქ.თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქეს შეეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ავტორი: Prime Time

X