18:34 | 2021-05-30 ავტორი: Prime Time

„ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე“ – შედის თუ არა გუბაზ სანიკიძე პარლამენტში

„ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე“ – შედის თუ არა გუბაზ სანიკიძე პარლამენტში

„ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სრულად დაემორჩილება ენმ-ს გადაწყვეტილებას.

 

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პოზიცია იყოს ერთიანი და აზრთა სხვადასხვაობას განხეთქილება არ მოჰყვეს. გარეთ დარჩენას გადაწყვიტავს, გარეთ დავრჩები, შიგნით შესვლას გადაწყვიტავს შიგნით შევყვები, რა თქმა უნდა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

აქვე შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძის ცნობილ გამონათქვამს, რომელიც პოლიტიკოსმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

 

გადაწყვეტილება მიღებულია -
2021-05-30გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შედის

 

„ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ“, – განაცხადა 2020 წლის ნოემბერში  „პალიტრანიუსის“ ეთერში სანიკიძემ.

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ავტორი: Prime Time

X