
ისე გამეხარდა, მეტი არ შეიძლება – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია, მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან 27 ტრანსგენდერი ქალის დახმარებას.
ნიკა გვარამია წერს რომ ასეთი ფაქტები აძლიერებს და ახარებს ↓↓↓
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მე მართლმადიდებელი ვარ, ეკლესიის მიმართ უკიდურესი ნიჰილიზმით. ასეთი ფაქტები მაძლიერებს და მახარებს
ცოტახნის წინ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთმა მართლმადიდბელმა ეკლესიამ 27 ტრანსგენდერ ქალს დახმარება გაუგზავნა.























