20:19 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ისე გამოვა რომ გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს – თენგიზ ცერცვაძე

ისე გამოვა რომ გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს – თენგიზ ცერცვაძე

რიგით მესამე პაციენტის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, ხვალაც თუ უარყოფითი იქნება, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ცერცვაძემ თქვა, პირველ პაციენტს ჯერ კიდევ უფიქსირდება ვირუსის მცირე ნიშნები რის გამოც, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო. მისი მეორე ტესტი პასუხი იყო „ძალიან მცირედ დადებითი“.

 

„პირველ დადასტურებულ შემთხვევაზე, გუშინ ერთი ანალიზი ავიღეთ, რომელიც უარყოფითი იყო. დღეს განმეორებით ანალიზში გამოვიდა მაინც სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია, რომ რიგით მესამე პაციენტი, რომელიც პირველ პაციენტთან ერთად ირანში დაინფიცირდა, მას პირველი ტესტი უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ ერთი ტესტი გაუკეთდება და თუ ისიც უარყოფითი იქნება, მაშინ ისე გამოვა რომ გაწერაში მესამე გაასწრებს პირველს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის: პირველ პაციენტზე დღეს ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

„ჩვენ ვაცნობეთ მათ რომ პირველი ტესტის პასუხი იყო დადებითი, იჩქარეს და დადეს ინფორმაცია და განმეორებით ტესტს არ დაელოდნენ. ამას გადამწყვეტი მნიშნელობა არ აქვს, ამით არაფერი დაშავებულა, დღეს თუ არა ხვალ გამოჯანმრთელდება“ – ამბობს ცერცვაძე.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალისთვის 8 ტესტის პასუხს ელოდებიან.

 

ამავე თემაზე:   

ვისთან ჰქონდათ კონტაქტი სამ ახალ დაინფიცირებულ ადამიანს
2020-03-15ვისთან ჰქონდათ კონტაქტი სამ ახალ დაინფიცირებულ ადამიანს

ავტორი: Prime Time

X