13:26 | 2021-09-06 ავტორი: თამარ გონგაძე

“ისე ღელავდა, სუფრასთან ბეჭედი რომ გამიკეთა… არ მჯერა, ისეთი ადამიანია” – დათუნა მგელაძემ “კურიერის” ჟურნალისტი დანიშნა (ფოტოები)

“ისე ღელავდა, სუფრასთან ბეჭედი რომ გამიკეთა… არ მჯერა, ისეთი ადამიანია” – დათუნა მგელაძემ “კურიერის” ჟურნალისტი დანიშნა (ფოტოები)

დათუნა მგელაძე ბათუმლების სიძე გახდა. სამწლიანი სასიყვარყულო ურთიერთობის შემდეგ მომღერალმა საყვარელი ქალი დანიშნა. მგელაძის რჩეული “კურიერის” ჟურნალისტი, ნინო ფუტკარაძეა.

 

ორი წელია ნინო “რუსთავი 2”-ის გუნდის წევრია. ნიშნობა ბათუმში, ტრადიციულად, ნინოს ოჯახში გაიმართა. წვეულება სახლის ეზოში, ყოველგვარი რეგულაციების დაცვით, შედგა. საღამოზე მოხვედრილ სტუმართაგან, თითქმის ყველა აცრილი იყო.

 

“პრაიმტაიმის” მკითხველს ამ ლამაზ დღესთან დაკავშირებით ნინო ესაუბრა.

 

 

ნინო ფუტკარაძე: – მე და დათუნა ხუთი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ სამი წელია, რაც ერთად ვართ. როგორც მახსოვს, ერთმანეთი “ქუჩის ბიჭების” კონცერტზე გავიცანით. ზურა ხაჩიძემ დაგვპატიჟა. მას შემდეგ სულ ვკონტაქტობდით. მეგობრობა არც ერთ ეტაპზე არ გვქონია. თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. ურთიერთობა კი ორი წლის შემდეგ გავასერიოზულეთ. ამ ხუთი წლის მანძილზე ერთმანეთის ცხოვრებაში სულ ვიყავით.

 

 

 

 

 

ნიშნობის წვეულება ბათუმში, ჩემი სახლის ეზოში, შედგა. ძალიან ვღელავდით. დროც არ მქონდა. თბილისიდან ორი დღით ადრე ჩამოვედი. ოჯახმა გააკეთა ყველაფრის ორგანიზება.

 

დიზაინერ თაკო მექვაბიძის კაბა მეცვა. დროის უქონლობის გამო, ორ დღეში შემიკერა კაბა.

 

ნიშნობამ მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში ჩაიარა. ორივეს ოთხ-ოთხი მეჯვარე გვყავს. თითქმის ყველა სტუმარი ორჯერადად ვაქცინირებული იყო. გვყავდნენ პიასიარ ტესტის პასუხიანი სტუმრებიც. დათუნაა მხოლოდ ერთჯერადად აცრილი.

 

ამ თემაზე შეშინებული ვარ. მამა კოვიდს ძლივს გადაურჩა, ამიტომ ძალზედ ვფრთხილობ. სუფრა ეზოში გვქონდა, დისტანციებით.

 

ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, წვეთი არ ჩამოვარდნილა.

 

 

ჯვრისწერა ოქტომბერში დავგეგმეთ. შესაძლოა, უცხოეთში წავიდეთ. ქორწილი, ჯერჯერობით, არ გამოვა.

 

რაც შეეხება დათუნას. საუკეთესო ადამიანია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემია. დილით დედა მეუბნებოდა, ამდენი წლის ვარ და ასეთი ადამიანი, მეორე არ მეგულებაო. იმდენად თბილი, ერთგული და კეთილია. ზოგჯერ არ მჯერა, ისეთი ადამიანია. ძალიან გამიმართლა…

 

ისე ღელავდა, სუფრასთან ბეჭედი რომ გამიკეთა, იმაზეც ძალიან ნერვიულობდა.

 

ერთ ჭერქვეშ ჯერ არ ვიცხოვრებთ. მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ. ძალიან ტრადიციულად.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X