01:17 | 2020-08-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა: უყ­ვარ­დეთ მე­უღ­ლე­ე­ბი და შვი­ლე­ბი – გელა დაიაურის ემოციური მიმართვა

ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა: უყ­ვარ­დეთ მე­უღ­ლე­ე­ბი და შვი­ლე­ბი – გელა დაიაურის ემოციური მიმართვა

„ისე უნდა გიყ­ვარ­დეს მე­უღ­ლე, რო­გორც უფალს უყ­ვარს ტა­ძა­რი და ისე უნდა გიყვარდეს ქმა­რი, რო­გორც ტა­ძარს უყ­ვარს უფა­ლი.

 

ეს ორ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლია და აქ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ უნდა იყოს. ჩემი ტრა­გე­დი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ცებს მინ­და ვუ­თხრა, უყ­ვარ­დეთ მე­უღ­ლე­ე­ბი და შვი­ლე­ბი.

 

ყო­ველ­თვის უნდა იფიქ­რონ, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ყვე­ლას ჯვა­რი სწე­რია. მო­ე­ფე­რონ და თბი­ლე­ბი იყ­ვნენ ოჯა­ხის წევრების  მი­მართ“ – ასე ემოციურად მიმართა მუსიკოსმა გელა დაიაურმა „ტევე პირველის“ ეთერში საზოგადოებას, სადაც თერჯოლაში დატრიალებულ ტრაგედიაზე სასაუბროდ იყო მიწვეული.

 

მუსიკოსის თქმით, ის გაკვირვებულია იმით, რომ დღეს ადამიანები ოჯახებს ძალიან იოლად ანგრევენ.

გელა დაიაური 8 წლის შემდეგ პირველად მივიდა იქ, სადაც მისი ცოლი და შვილები დაიღუპნენ -
2020-08-25გელა დაიაური 8 წლის შემდეგ პირველად მივიდა იქ, სადაც მისი ცოლი და შვილები დაიღუპნენ - "თითქოს თეონა მოდის, მენატრება“

ძა­ლი­ან მიკ­ვირს ოჯა­ხე­ბის დან­გრე­ვა, ძა­ლი­ან იო­ლად ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. სარ­ჩოს სა­შოვ­ნე­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მიდიან. ეს სი­შო­რე ურთიერთობის გა­ცი­ე­ბას იწვევს. გარდა ამისა, ეს ბავ­შვის ფსი­ქიკაზეც მოქმედებს. არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, სადაც დე­დას და მა­მას რომ არ ეკამათოთ.

 

პა­ტა­რა რაღა­ცაც მოქ­მე­დებს ბავ­შვზე. მშობ­ლე­ბიც უნდა და­ფიქ­რდნენ, რით შე­იძ­ლე­ბა გა­დაარ­ჩი­ნონ ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გია. იქ­ნებ ჯობ­დეს, რომ არ წა­ვიდ­ნენ.“- განაცხადა გელა დაიაურმა.

 

გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში უბედურ შემთხვევას  ემსხვერპლა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X