
თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, თუ ექსპერტიზის პასუხებს დღეს არ გააცნობენ, ოჯახი აქციას მოაწყობს.
„დღეს თუ არ გაგვაცნეს ექსპერტიზის პასუხი, აქციას მოვაწყობ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. ისეთ ამბებს დავატრიაელებ ძაღლი პატრონს ვერ იცნობს, მთავარია ჩემი შვილის მკვლელები მომიყვანონ და დამიყენონ წინ, ვინც არ უნდა იყოს“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში მორიგ შეხვედრას მართავს. უწყებაში დაზარალებულის ოჯახს, სავარაუდოდ, ექსპერტიზის შედეგები უნდა გააცნობენ.






















