
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორისა და ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის დევი ტაბიძე ქვეყანაში არსებულ აპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეხმიანება.
როგორც დევი ტაბიძე ამბობს, ისეთი მძიმე მდგომარეობაა, შეფასებასაც არ აქვს აზრი. მისივე თქმით, ბოლო დროს დედაქალაქში გამართული მასობრივი შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ამ მომენტში შეფასებასაც უკვე აზრი არ აქვს იმდენად მძიმე მდგომარეობაა ისეთი მასობრივი შეხვედრების შემდეგ, როგორიც თბილისში ტარდება და ა.შ. ეს აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს.
მარტო იმაზე აქცენტირება, რომ ადამიანები არ არიან აცრილები, ამას შეგვიძლია დავამატოთ სოციალური პასუხისმგებლობა, დისტანცია, ნიღაბი და ა.შ.
კოლაფსი შეიქმნება ის, რომ ბაღში ვეღარ ვატარებთ, კოლაფსი იქნება სკოლაში ვეღარ წავალთ, უნივერსიტეტები დაიკეტება და ა.შ. გადავალთ ონლაინ რეჟიმზე,” – აცხადებს დევი ტაბიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:























