00:23 | 2021-10-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს დღემდე შენახული აქვს – აჩი არველაძე პირადზე

ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს დღემდე შენახული აქვს – აჩი არველაძე პირადზე

აჩი არველაძე დავით გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა, მათ შორის ოჯახზეც და თქვა, რომ მეუღლეს სიყვარულს ლექსებით უხნიდა:

 

„ჩვენს დროს წერილებს ვწერდით შეყვარებულებს. იმ ერთი წერილის წაკითხვა რამდენ რამეს ნიშნავდა. რამდენჯერ დავწერდი, გადავშლიდი, მერე შოთის წავაკითხებდი, რეზის, ისევ ჩავასწორებდი… ლექსებსაც ვწერდი, ისეთი ლექსები მაქვს დაწერილი, გაგიჟდებით, ჩემს მეუღლეს, თინის, დღემდე შენახული აქვს“ – თქვა მან.

 

აჩიმ საკუთარ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლე ძალიან უწყობდა ხელს:

 

თითოეულ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები - მიხეილ სააკაშვილი
2021-10-29თითოეულ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები - მიხეილ სააკაშვილი

 

„როცა ფეხბურთს თავი დავანებე, ძალიან მიჭირდა ტვინის გათიშვა, ადრენალინი მაკლდა. ძალიან გადავერთე პოკერის თამაშზე. თინი, ჩემი მეუღლე, სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც ნაწილის გათიშვა მინდოდა ჩემი პრობლემების.

 

ჩემი და ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, ჩემმა ცოლმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვუს, რომ ის 12 წელი ტრავმირებული ფეხით მეთამაშა. ბავშვი, სწავლა, საყოფაცხოვრებო პრობლემები მე არ მეხებოდა. დღესაც მეუბნება, ძალიან კარგად მოირგე ეს როლიო. თინის გარეშე არაფერი გამოვიდოდა“ – აღნიშნა აჩი არველაძემ.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X