
გიორგი ვაშაძესა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება.
ვაშაძე გვარამიას ადანაშაულებს, რომ ისე გაავრცელა ინფორმაცია მისი პარლამენტში შესვლის შესახებ მასთან არ გადაამოწმა.
“დაუმსახურებელი და ბინძური ჩემზე შეტევა იყო დილიდან! ვინ დამირეკა საერთოდ არ ვიცი შენ ყველა ჟურნალისტს ჩემი ვოცაფი აქვს და რც ზარი შემოსულ და არც მესიჯი. რაც განაცხადეთ იმაზე მიიღეთ პასუხი და ასე იქნება ყოველთვის”, – წერს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძეს ნიკა გვარამიამ უპასუხა და დაემუქრა, რომ ისეთს პასუხს გასცემს “თავბრუსხვევას დამართებს”.
“პასუხის მიღებას რაც შეეხება, გიორგი, თუ საჭირო გახდა, ისეთი პასუხის გაცემა ვიცით, თავბრუსხვევას ვერ მოიცილებ. შენი მუქარებიღა გვაკლია ახლა. სამარცხვინო”, – წერს გვარამია.






















