17:55 | 2021-07-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

ისეთი საშინელი განცხადებაა, ნაცისტებს რომ შეშურდებოდათ – მამა ზაზა თევზაძე სასულიერო პირებზე 

ისეთი საშინელი განცხადებაა, ნაცისტებს რომ შეშურდებოდათ – მამა ზაზა თევზაძე სასულიერო პირებზე 

ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა ზაზა თევზაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავს თემაზე პასუხისმგებლობის არიდება არ შეიძლება.

 

როგორც დეკანოზი „რუსთავი 2„-თან საუბრისას ამბობს, ზოგიერთი მეუფის განცხადებები ისეთი იტო ნაცისტებსაც კი შეშურდეოდათ.

 

„არ შეიძლება პასუხისმგებლობის აცილება, რომ ჩვენ არ გვეხება. როგორ არ გეხება, როდესაც მსგავსი რამ ხდება და იყო საშინელი განცხადებები, მეუფე სპირიდონს ცქიფურიშვილის, მახსოვს ეს – ისეთი საშინელი განცხადება, ნაცისტებს რომ შეშურდებოდა ისეთი მოწოდებები იყო და ამის უკან წაღება როგორ შეიძლება, იმან უკვე დააზიანა, მუქარა, დევნა ეს დაანონსა და ეს ადამიანებს აზიანებს, ამის უკან წაღება ასე იოლი არ არის. როცა ადამიანს მოკლავ, ეს შეუქცევადი პროცესია.

 

ძალადობა იმიტომ არის სახიფათო, როდესაც მოხდება მისი აღსრულება, მატერიალიზიცია, რომელსაც მსხვერპლი, ცრემლი, უბედურება, დაობლებული შვილი, გაუბედურებული დედა მოყვება, წარმოიდგინეთ ლექსოს დედა, რამხელა ტრაგედიაა და ეს ყველაფერი, სწორედ ამ მსგავსი პროპაგანდის, მოწოდების მატერიალიზაციაა უკვე, თავისით კი არ მოსულა. უზარმაზარი ბნელი ენერგია აკუმულირდა და გამოვლინდა დამანგრეველ დესტრუქციულ მოქმედებაში, სიკვდილში, სიცოცხლის მოსპობაში.

 

თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, მოძალადეებო, თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს
2021-07-13თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, მოძალადეებო, თქვენზეა გარდაცვალების პასუხისმგებლობა - მეუფე ანტონი ჟურნალისტებს

 

ეს უბრალო რაღაც არ არის, თქვა და გაფრინდა. ახლა მოინანია და ვიდეო გაავრცელა თურმე. ეს ღმერთისგან უზარმაზარ რისხვას გამწივევს, არ შეიძლება ამას შევეგუოთ და შევურიგდეთ, დავემსგავსებით დემონებს და კაციჭამიებს, არავინ შემოგვხედავს, თუ ჩვენ დამოკიდებულებას არ შევცვლით“,- აღნიშნა მამა ზაზა თევზაძე.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას უკვე დაკრძალეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის აქციაზე რამდენიმე სასულიერო პირი მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, საპატრიარქო მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს. 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X