
ძალიან დიდი საფრთხეა, რომ COVID19-ის მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში რთული კოვიდვითარებაა და უკვე კლინიკებში რიგებია.
„ისევ იძაბება ვითარება, ისევ რიგია კლინიკებში. გაიზარდა მომართვიანობა. ვამაყობდი, რომ პირველი ტალღა არ გაუგია მოსახლეობას, 100-ზე ნაკლები იყო ავადობის მაჩვენებელი. რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, რომ მეორე ტალღა დამძიმებულიყო. ეს განაპირობა პოლიტიკურმა აქტივობამ. იყო არჩევნების წელი. აქ მეორე ფაქტორია, შავი ზღვისპირეთის გახსნა და ნაკლები კონტროლი, ხოლო მესამე დიდი ქორწილები და ჭირის სუფრები. ზაფხულში და შემოდგომაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია უმძიმესი ნოემბერ-დეკემბერი. ამ პერიოდში ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს გაუტოლდა“, – განაცხადა დავით გადელიამ.






















