09:34 | 2021-09-23 ავტორი: Prime Time

ისინი არ არიან თვალწარმტაცი მოდელები, თუმცა… – ნახეთ, როგორ გამოიყურებიან პლანეტის უმდიდრესი მამაკაცების ცოლები

ისინი არ არიან თვალწარმტაცი მოდელები, თუმცა… – ნახეთ, როგორ გამოიყურებიან პლანეტის უმდიდრესი მამაკაცების ცოლები

ალბათ ბევრს ჰგონია, რომ მილიარდერების ცოლები უმშვენიერესი სუპერმოდელები არიან, რომლებიც მთელ დღეებს სტილისტებთან ატარებენ, საღამოობით კი სხვადასხვა წვეულების სასურველი სტუმრები არიან.

 

რა ხდება სინამდვილეში? – მოდი, გავიცნოთ მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცების მეორე ნახევრები:

 

უორენ ბაფეტი და ასტრიდ მენქსი

 

ბაფეტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინვესტორია. მისი ქონება 88 მილიარდ დოლარს აღემატება. ასტრიდი მან 70-იანებში გაიცნო, როცა ის ოფიციანტად მუშაობდა. ასტრიდი უორენზე 16 წლით უმცროსია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათი მყარი ქორწინებისთვის.

 

 

ბილი და მელინდა გეიტსები

ბილ გეიტსის ქონება, ბოლო მონაცემებით, 113 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

წყვილმა ერთმანეთი 80იანი წლების ბოლოს, Microsoft-ის ერთ-ერთ კონფერენციაზე გაიცნო, სწორედ იქ მუშაობდა მაშინ მელინდა.

 

ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ. ზრდიან სამ შვილს.

 

წყვილმა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ფონდი ერთად დააარსა.

 

ლარი ფეიჯი და ლუსინდა საუტვორტი

Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლარი ფეიჯის ქონება 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მისი საყვარელი ქალის შესახებ, რომელიც 7 წლით უმცროსია, ბევრი რამ არ არის ცნობილი, რადგან ის ყურადღების ცენტრში ყოფნას გაურბის.

 

თუმცა ცნობილია ის, რომ წყვილმა ურთიერთობის დაწყებიდან მალევე, რამდენიმე თვეში იქორწინა.

 

 

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები

 

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ, ბოლო მონაცემებით 182 მილიარდ დოლარს მიაღწია.

 

მომავალი მეუღლე მან 1992 წელს გაიცნო. მოგვიანებით, Vogue-სთან ინტერვიუში მაკენზი ყვებოდა: „ჩვენი ოფისები ერთმანეთის პირდაპირ იყო და დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა მისი შესანიშნავი სიცილის ხმა. ამას როგორ უნდა შევწინააღმდეგებოდი?“.

 

ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და ახლა 4 შვილი ჰყავთ.

 

თუმცა, 2019 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მაკენზი ბეზოსმა მიიღო Amazon-ის აქციების პაკეტი. რომლის ღირებულებაც შეადგენს 36 მლრდ. დოლარს.

 

 

რიჩარდ და ჯოან ბრენსონები

Virgin Group-ის დამფუძნებლის, რიჩარდ ბრენსონის ქონება 4,1 მილიარდი დოლარია.

 

ჯოანს ის ანტიკვარების მაღაზიაში შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი მაშინ გათხოვილი იყო, რიჩარდი მთელი წლის განმავლობაში არ ანებებდა თავს.

 

ბოლოსდაბოლოს ჯოანი ქმარს გაშორდა.

 

ახლა წყვილს ორი შვილი ჰყავს.

 

 

ამანსიო ორტეგა და ფლორა პერეს

ამანსიო ორტეგა მსოფლიოში რიგით მეექვსე მდიდარი ადამიანია. ის Inditex-ის მესაკუთრეა, უმსხვილესი კომპანიის, რომლის შემადგენლობაშია ცნობილი ბრენდები: Zara, Massimo Dutti, Pull & Bear, Stradivarius, Bershka, Oysho და ა.შ. ორტეგას ქონება 79 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მისი მეუღლე, ფლორა ამანსიოს მდივანი იყო. 2001 წელს ისინი დაქორწინდნენ.

 

 

სტეფან და კეროლინ პერსონები

 

H&M-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქონება 20 მილიარდ დოლარად ფასდება.

 

მის მეუღლეს საზოგადოებაში დიდად არ უყვარს გამოჩენა. თავად სტეფანიც არიდებს თავს ახალ ამბებში მოხვედრას.

 

წყვილს სამი შვილი ჰყავს და რიგითი ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობენ, განსაკუთრებულობის გარეშე.

 

 

ბერნარ არნო და ელენ მერსიე

 

ბერნარ არნო ცნობილი მოდის სახლების – Dior, Givenchy, Selin, Lacroix, Kenzo, Guerlain, Sephora, Hennessy, Moёt & Chandon, Dom Perignon, Pommery, Veuve Clicquot, Krug – მფლობელია. ის 100 მილიარდის ქონებას ფლობს და მსოფლიო უმდიდრესი ადამიანების სამეულშია.

 

ბერნარი და ელენი ერთმანეთთან მუსიკამ დააავშირა. ბერნარი კლასიკოსი კომპოზიტორების დიდი თაყვანისმცემელია, ელენი კი – პროფესიონალი პიანისტი.

 

წყვილი 1991 წელს დაქორწინდა და 5 შვილს ზრდის. მათგან ორი ბერნარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

 

მაიკლ და სიუზენ დელები

 

მაიკლის ქონება 27 მილიარდ დოლარს შეადენს.

 

წყვილმა ერთმანეთი ე.წ. ბრმა შეხვედრისას გაიცნო.

 

სიუზენი სპორტსმენი იყო და საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიოდა.

 

ახლა წყვილს 4 შვილი ჰყავს.

 

 

მაიკლ ბლუმბერგი და დიანა ტეილორი

 

მაიკლ ბლუმბერგი არის პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი. მისი ქონება 53 მილიარდ დოლარს აღწევს.

 

ის პირველ ცოლს გაშორდა და დიანასთან ერთად უკვე 21 წელია ცხოვრობს. წყვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მათი ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირების მნიშვნელობას ვერ ხედავენ.

 

 

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

 

ცუკერბერგის ქონება 66 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

წყვილმა ერთმანეთი ჰარვარდში სწავლისას გაიცნო. პრისცილა ყოველთვის უჭერდა მხარს მარკის წამოწყებას და სჯეროდა მისი წარმატების.

 

ისინი 2012 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ. მოკრძალებული ცერემონია საკუთარ სახლში გადაიხადეს.

 

2015 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ.

 

ავტორი: Prime Time

X