21:56 | 2020-09-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ისინი მასონები არ არიან! – საიდუმლო მსოფლიო მთავრობა და მსხვერლშეწირვის რიტუალები, ანუ ვინ წყვეტს პლანეტაზე მნიშვნელოვან საკითხებს

ისინი მასონები არ არიან! – საიდუმლო მსოფლიო მთავრობა და მსხვერლშეწირვის რიტუალები, ანუ ვინ წყვეტს პლანეტაზე  მნიშვნელოვან საკითხებს

მსოფლიოს უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანები არიან გაწევრებული კლუბ “ბოჰემურ ტყეში”, რომელიც კალიფორნიაში, უღრან ტყეში, 11 ათას კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული და ყოველ ზაფხულს იღებს იმ ადამიანებს, რომლებიც “ფორბსის” სიაში არიან და სამყაროს ბედს წყვეტენ.

“ბოჰემური ტყე” XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა და დღემდე მოქმედია. ის უდიდეს როლს თამაშობს დედამიწის საქმიან გარიგებებში. აქ იგეგმება, რა უნდა მოხდეს შემდეგი ერთი, ათი და მეტი წლის მანძილზე, როგორ უნდა გადანაწილდეს ბიზნესი, ტერიტორიები.

1942 წელს, სწორედ ამ კლუბში შედგა ზესაიდუმლო გარიგება, ატომური ბომბის შექმნის თაობაზე, სახელწოდებით – “მანჰეტენის პროექტი”.
როდესაც დათქმულ დღეს ყველა შეიკრიბება, ღამით ტარდება რიტუალი: კლუბის შესასვლელთან მდგარ უზარმაზარ, 14–მეტრიან ცემენტის ბუს ფიგურას მსხვერპლს შესწირავენ. “მსხვერპლი” ადამიანის ფიტულია და ამ რიტუალის დანიშნულებაა, დაწვან “ყველა უსიამოვნება”.

 

На изображении может находиться: один или несколько человек, толпа, дерево и на улице

იქ ვერასოდეს მოხვდება ადამიანი, თუ კლუბის წევრი არ არის. წევრობისთის კი ადამიანები 15 წელი დგანან რიგში და დიდძალ ფულსაც იხდიან. პირველი შესატანი, წევრობისთის 25 000 დოლარია და ასევე შთამბეჭდავია ყოველწლუირი საწევრო თანხაც.
უზარმაზარი ბუ, რომელიც კლუბის თილისმად მიიჩნევა, ერთდოლარიან კუპიურაზეცაა დატანილი, მაგრამ იმდენად მცირე ზომისაა, რომ თუ არ იცი, სადაა, ვერ მიაგნებ.

 

Нет описания фото.

 

“ბოჰემური ტყის” კლუბის წევრები მხოლოდ მამაკაცები არიან. მათი თანმხლები ქალები დაიშვებიან მხოლოდ რამდენიმე საათით და ადგილი 22 საათამდე უნდა დატოვონ.

 

 

 

მრავალი წლის განმავლობაში ბოჰემური კორომი მიიჩნეოდა მხოლოდ ელიტარულ, მამაკაცთა დახურულ კლუბად.

 

2000 წელს მამაცმა მოხალისეებმა მოახერხეს კლუბის ტერიტორიაზე შეღწევა და ფოტოების გადაღება. შედეგად, ორი რამ ცხადი გახდა: ჯერ ერთი, ბოჰემურ ტყეში იკრიბებიან  პოლიტიკისა და ბიზნესის მთავარი მმართველები და არა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. მეორე: ისინი ნამდვილად ეთაყვანებიან 12-მეტრიან  ბუს ქანდაკებას.

 

რიტუალის მნიშვნელობაზე ლაპარაკი  მის არცერთ მონაწილეს არ სურს. შეთქმულების თეორიის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ბოჰემური კლუბი სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლო მსოფლიო მთავრობა.

 

 

1899 წლიდან, ყოველწლიურად, ივლისში, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები ჩადიან იქ, რომ ორ-კვირიანი ზაფხულის არდადეგები გაატარონ.

 

На изображении может находиться: 2 человека, люди сидят и на улице

 

ბოჰემურ კლუბში გაწევრებულია მრავალი ხელოვანი – მუსიკოსები, ასევე მაღალი დონის ბიზნესის ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები (მათ შორის – ამერიკის პრეზიდენტები).

კლუბის დევიზია: „ობობები, რომლებიც ქსელს ქსოვენ, აქ არ მოდიან“, რაც გულისხმობს, რომ ყველა პრობლემა და საქმიანი გარიგება უნდა დარჩეს კლუბის გარეთ. თუმცა, ლოზუნგის მიუხედავად, კლუბში ხდება პოლიტიკური და კომერციული გარიგების ფაქტები. ბოჰემური კლუბი განსაკუთრებულად ცნობილია მანჰეტენის პროექტით, რომელიც იქ განიხილეს 1942 წლის სექტემბერში და შემდგომში ატომური ბომბის შექმნის საფუძველი გახდა. კორომის სტუმრებს შორის, ერნესტ ლოურენსისა და სამხედრო ჩინოვნიკების გარდა, არიან ჰარვარდის პრეზიდენტი და Standard Oil-ისა და General Electric-ის დამფუძნებლები.

 

ბოჰემური კორომი დაარსდა დიდ ხნის წინ – 1872 წელს, ბოჰემური კლუბის დაარსებისთანავე. ივლისის რეგულარული შეხვედრები 1899 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

ტყის პირველი მონაკვეთი ადგილობრივი მეწარმისგან შეიძინეს, მომდევნო წლების განმავლობაში კი კლუბის წევრებმა იყიდეს მიმდებარე ტერიტორიაც.

 

კორომი 1500 წელზე მეტი ასაკის სექვოიებისგან შედგება. ბოჰემური კორომი არის მშვენიერი ნაკრძალი, ხელუხლებელი ტყითა და მრავალი ბილიკით.

 

 

На изображении может находиться: 4 человека, люди улыбаются

 

ბოჰემური კლუბი კერძოა და საზოგადოებისთის – დახურული; მხოლოდ კლუბის წევრებსა და მათ სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ბოჰემურ კორომს. როგორც ცნობილია, ამ სტუმრებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

 

 

Bohemian Grove კლუბის სტუმრებისა და წევრების სიები საიდუმლოდ ინახება, მაგრამ რამდენიმე მკვლევარმა მაინც მოიპოვა ინფორმაცია.

დიკ ჩეინი (ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი);

დონალდ რამსფელდი (ყოფილი თავდაცვის მინისტრი);

კარლ როვე (შტაბის უფროსის წარმომადგენელი და ჯორჯ ბუშის უფროსი მრჩეველი);

 

ამერიკის პრეზიდენტები – ჯორჯ ბუში, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი, რონალდ რეიგანი, ჯიმი კარტერი, ჯერალდ ფორდი, რიჩარდ ნიქსონი, დუაით აიზენჰაუერი, ჰარი ტრუმანი, ჰერბერტ ჰუვერი, კალვინ კულიჯი, უილიამ ტაფტი და თეოდორ რუზველტი;

 

ჰენრი კისინჯერი, ჯორჯ შულცი, რობერტ კენედი, დევიდ როკფელერი (უფროსი და უმცროსი), ნელსონ როკფელერი, ჯეიმს ვოლფენსონი (საერთაშორისო ბანკის ყოფილი პრეზიდენტი), ალან გრინსპენი (ფედერალური სარეზერვო ბანკის ყოფილი თავმჯდომარე), პოლ უოკერი, კოლინ პაუელი, ჯეკ უელჩი (General Electric-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე), დევიდ პაკარდი; პრინცი ფილიპი, ჯონ მაიორი, ჰელმუტ შმიტი, ლი კუან იუ, ჯეიმს ბეიკერი III, ტრიტონ გინგრიჩი;

 

На изображении может находиться: 1 человек, сидит и на улице

 

არნოლდ შვარცნეგერი (მსახიობი, კალიფორნიის გუბერნატორი), ბობ ნოვაკი (პოლიტიკური ექსპერტი), მალკოლმ ფორბსი, დევიდ ბროდერი (Washington Post-ის მფლობელი), მარკ ტვენი, ფრენსის ფორდ კოპოლა, ჩარლტონ ჰესტონი, კლინტ ისტვუდი და ვალტერ კრონკიტი.

 

ბოჰემური კორომის სტადიონი არის ამფითეატრი, სადაც ეტევა 2000 ადამიანი.

 

ბუს ქანდაკება და ტბა არის  შუა კორომში, რომელიც ორგანიზებული შეკრებისთვის გამოიყენება და ასევე არის მსხვერპლშეწირვის რიტუალის ადგილი, რომელიც ივლისის არდადეგების პირველ კვირას ტარდება.

 

კლუბის დაარსების დღიდან, ბოჰემური კორომის სიმბოლო იყო ბუ, რომელიც, სხვათა შორის, ქალღმერთ იშტართან ასოცირდება. 12 მეტრის სიმაღლის ბუ, ცემენტისგანაა გაკეთებული და ტბის წინ დგას.

 

 

2000 წლის 15 ივლისს ალექს ჯონსმა და მაიკ ჰანსონმა შექმნეს ორი ფარული ვიდეოკამერა ბოჰემურ ტყეში. მათ გადაიღეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი. თავის დოკუმენტურ ფილმში ჯონსი ირწმუნება, რომ წევრთა დიდი ჯგუფი მონაწილეობს ბუს თაყვანისცემის უძველეს ლუციფერულ, ბაბილონურ რიტუალში”. მოგვიანებით ფილმი გადაიღო ვიდეოს თანაავტორმა, რომელმაც რიტუალი ფირზე დააფიქსირა, ჯონ ჰანსონმა.

 

На изображении может находиться: ночь, огонь и на улице

 

კლუბისა და მისი წევრების პირადმა ცხოვრებამ დიდი ყურადღება  მიიპყრო. გერმანიის კანცლერმა, ჰელმუტ შმიდტმა ავტობიოგრაფიაში დაწერა ბოჰემური კორომის შესახებ.

 

1989 წლის სკანდალში, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ პოლ ბონაჩი თავის დღიურში წერდა, რომ იგი ბოჰემურ კორომში ჩავიდა რესპუბლიკელთა ლიდერის, ლოურენს კინგის მიწვევით და აიძულეს, სხვა მამაკაცებთან ჰქონოდა სექსი, უყურებდა ფილმებს, რომელშიც კლავდნენ მსხვერპლებს, შემდეგ კი მათ აუპატიურებდნენ. მოგვიანებით, პოლ ბონაჩიმ სასამართლოში ჩვენება მისცა ამ ბრალდების შესახებ და მოიგო საქმე კინგის წინააღმდეგ. Spy Magazine-მ დაწერა 1989 წელს ბოჰემურ კლუბსა და იმაზე, თუ როგორ მიიყვანეს იქ ჰომოსექსუალი მეძავები ახლომდებარე ქალაქებიდან.

 

 

ალექს ჯონსი აღწერს მსხვერპლშეწივის რიტუალს ბოჰემურ კორომში, 2000 წელს:

„იქ დავინახე ჯოჯოხეთი: იწვის მეტალის ჯვრები, მღვდლები წითელ და შავ მოსასხამებში, მღვდელმთავარი ვერცხლისფერი სამოსითა და წითელი კვერთსით, დამწვარი სხეული, რომელიც ტკივილისგან ყვიროდა, გიგანტური ქვა … და მსოფლიო ლიდერებმა, ბანკირებმა მონაწილეობა მიიღეს ამ ყველაფერში. ეს სრულიად გიჟური იყო.

 

ბოჰემიური კლუბის წევრი, ნიკოლას მიურეი ბატლერი (პრეზიდენტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, 1901-1945:

„სამყარო დაყოფილია სამ ჯგუფად: ხალხის ძალიან მცირე ჯგუფი, ვინც აკეთებს საქმეს, უფრო დიდი ჯგუფი, რომელიც უყურებს, როგორ ხდება ყველაფერი და უმრავლესობა, რომელმაც არასოდეს იცის, რა ხდება“.

 

 

ბოჰემურ კლუბში გაერთიანებულია ამერიკის უმდიდრესი ადამიანების თითქმის ნახევარი. ყოფილი და ამჟამინდელი დაზვერვის უფროსები, პრეზიდენტები და სენატორები

 

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X