12:04 | 2021-02-22 ავტორი: Prime Time

ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან – ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილის აცხადებს, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევებში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას.

 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალიზმი, დესტრუქციულობა დღევანდელ რეალობაში პოლიტიკად საღდება, ხოლო ძალადობა – გმირობად.

 

„სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ანტისახელმწიფო ძალების გარკვეულ წრეებში ჯერაც პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილობის განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, მათივე მონაწილეობით ქვეყანაში შეიქმნა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ მათ საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისაკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ავტორი: Prime Time

X