15:32 | 2020-05-12 ავტორი: თამთა თორდია

ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში ცხედარი იპოვეს 

ისნის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში ცხედარი იპოვეს 

ისანში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მიტოვებულ სახლში ორი ადამიანი ცხოვრობდა და გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა.

 

როგორც „ფორმულას“ სიუჟეტიდან ირკვევა, მამაკაცი ახალი გარდაცვლილი არაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

„გამოვედი სახლიდან და გავიგე, რომ დიდი ხნის ცხედარი უპოვიათ, სუნმა შეგვაწუხა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X