09:38 | 2021-05-13 ავტორი: Prime Time

ისრაელის დამცავი ფარი – რა ვიცით „რკინის გუმბათზე”

ისრაელის დამცავი ფარი – რა ვიცით „რკინის გუმბათზე”

შუა აღმოსავლეთში მდგომარეობა სულ უფრო იძაბება – ისრაელი და ღაზას სექტორი ერთმანეთს სარაკეტო იერიშებით უპირისპირდებიან. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება.

 

10 მაისს პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ღაზადან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაისროლეს. 11 მაისს „ჰამასმა“ ისრაელის უდიდესი ქალაქი, თელ-ავივი დაბომბა. რაკეტების ნა­წი­ლი ისრაელის „რკინის გუმბათმა“ დაიჭირა და მოსახლეობამდე მიღწევის საშუალება არ მისცა.

 

 

|რა არის ე.წ. „რკინის გუმბათი“

 

 

„რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל)  ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვითი სისტემაა, რომელიც ისრაელის არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან დასაცავად არის განკუთვნილი. ის ქვეყანას რაკეტებისგან 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან იცავს.

 

 

„რკინის გუმბათი“ისრაელის კომანიებმა, Rafael Advanced Defense Systems-მა და Israel Aerospace-მა აშშ-ს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით შეიმუშავეს. „რკინის გუმბათის“ თითოეულ ბატარიას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის დაცვა შეუძლია.

 

 

პირველი ბატარეა  2011 წლის 27 მარტს ბეერ-შევასთან ახლოს განთავსდა, რომელმაც 7 აპრილს ღაზიდან ნასროლი БМ-21-ის რაკეტები წარმატებით შეაჩერა.

 

„რკინის გუმბათი“ რადარისა და ანალიზის სისტემას ეყრდნობა, რათა დაადგინოს წარმოადგენს თუ არა შემომავალი რაკეტა საფრთხეს. როდესაც რაკეტა დასახლებულ პუნქტებს ან მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს უახლოვდეს, „რკინის გუმბათი“ მათ ჰაერში ანადგურებს. განადგურებას თან ახლავს გამაფრთხილებელი სირენების ხმა, რომელიც ისრაელ-პალესტინის შეტაკებების დროს ხშირად ისმოდა.

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, სისტემა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც ის პირველად დაამონტაჟეს, თუმცა პროგრამულმა ცვლილებებმა წლების განმავლობაში ის უფრო უნარიანი გახადა.

 

 

„რკინის გუმბათს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს საკრუიზო რაკეტებს, თვითმფრინავებს, დრონებს. ასევე ისეთ საფრთხეებს, რომლებიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ უახლოეს თვეებში გამოჩნდება“,- ამბობს ჰომას თავდაცვის სამინისტროს დირექორი, მოშე პატელი.

 

 

თუმცა, რკინის გუმბათის ზოგიერთი კრიტიკოსი უკვე დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ ის ფუნდამენტურად კონფლიქტის გახანგრძლივებას ემსახურება.

 

 

„დროთა განმავლობაში რკინის გუმბათმა, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი“,- განუცხადა 2014 წელს WP-ს პოლიტოლოგმა, იოავ ფრომერმა.

 

 

|რამდენად ეფექტურად იგერიებს რაკეტებს „რკინის გუმბათი“

 

წაიკითხეთ სრულად საინფორმაციო ptn.ge-ზე

ავტორი: Prime Time

X