
12 აპრილს, საღამოს, იერუსალიმის სამედიცინო პერსონალმა ისრაელის ყოფილი მთავარი რაბინის, ელიაჰუ ბაკში-დორონისა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ განაცხადა.
პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით განხორციელებული ექიმების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ყოფილი მთავარი რაბინი გარდაიცვალა.
1941 წელს დაბადებული ელიაჰუ ბაკში-დორონი ისრაელის მთავარი რაბინი 1993-2003 წლებში იყო. მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა და საავადმყოფოში 7 აპრილიდან იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით ისრაელში ახალი კორონავირუსით 11235 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 110 ადამიანი. ხოლო გამოჯანმრთელდა – 1689 პაციენტი.






















