
„ისრაელის მთავრობას რომ აქებენ, იმას კი არ წერენ, მთავრობა კი არა, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება“ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ფაიზერით ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო და უკვე მოსახლეობის უმრავლესობა ორჯერადად აცრა.
„რომ წერენ ისრაელზე, აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი მთავრობაო, იმას კი არ წერენ, რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი, ისრაელს სამი თვის წინ ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა ჰქონდა და სამ თვეში ეს მაჩვენებელი გაანულეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.






















