11:43 | 2021-05-17 ავტორი: Prime Time

ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი დაბომბა

ისრაელმა  ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა  გასული ღამის განმავლობაში „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი დაბომბა.

 

პრემიერმინისტრი „კომენდანტის საათის“ შესახებ განცხადებას აკეთებს
2021-05-17პრემიერმინისტრი „კომენდანტის საათის“ შესახებ განცხადებას აკეთებს

 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა  ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი დაბომბეს. თვითმფრინავებმა 20 წუთის განმავლობაში 35 ტერორისტულ სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ეს თავდასხმა ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების მიწისქვეშა სისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების მიზნით, ისრაელის თავდაცვის ძალების ფართო ოპერაციის ნაწილი იყო. მასში მონაწილებას 54 სამხედრო თვითმფრინავი იღებდა, რომლებმაც 110 ზუსტი დარტყმა განახორციელეს“,- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ისრაელის შექმნა და „კატასტროფა“ – ისტორიული კონფლიქტი პალესტინასთან (მიმოხილვა)

ავტორი: Prime Time

X