15:26 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

ისრაელში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

ისრაელში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის

წარმატებული მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ reuters-ი ავრცელებს.

 

თუმცა, მთავრობის განცხადებით, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოდ რჩება. ამიტომ ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ  სამედიცინო ნიღაბი მუდამ თან ჰქონდეთ.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში 16 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის 81%-მა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო.

 

ისრაელში ასევე გაიხსნა სკოლები და ბაღები.

ავტორი: Prime Time

X