13:30 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

ისრაელში ქართული მაფიის ლიდერი 20 წლის ვაჟთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს

ისრაელში ქართული მაფიის ლიდერი 20 წლის ვაჟთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს

ისრაელში ქართული მაფიის ლიდერი 20 წლის ვაჟთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შუმ ისაკოვს ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა გაუხსნა, თუმცა პოლიცია დანაშაულის მოტივად კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.

 

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში ორი კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაციის მცდელობასთან.

 

53 წლის შუმი ისაკოვს ისრაელში „ქართული მაფიის ბოსად“ მოიხსენიებდნენ. ის საქართველოდან ისრაელში ოჯახთან ერთად წლების წინ გადავიდა. ისრაელის პრესა სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისაკოვმა ირგვლივ შემოიკრიბა ისრაელში ემიგრირებული ქართველები და შექმნა მძლავრი დანაშაულებრივი ქსელი.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: Prime Time

X