18:52 | 2020-09-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით ისრაელში კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს.

 

„მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან, აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, და კირიატ იარიმი.

 

დახურულ სივრცეში ქელეხის და ქორწილის გამართვა აიკრძალა! - იზღუდება სტუმრების რაოდენობაც
2020-09-07დახურულ სივრცეში ქელეხის და ქორწილის გამართვა აიკრძალა! - იზღუდება სტუმრების რაოდენობაც

 

შეიზღუდება თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანის ღია სივრცეში. გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს შეადგენს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X