12:53 | 2020-12-10 ავტორი: თამარ გონგაძე

ისრაელში ვაქცინაცია იწყება – ვის აცრიან პირველად და რა ჭორებია ქვეყანაში

ისრაელში ვაქცინაცია იწყება – ვის აცრიან პირველად და რა ჭორებია ქვეყანაში

ისრაელმა გუშინ კოვიდვაქცინის 600 ათასი ერთეული მიიღო, დღეს ქვეყანაში კიდევ 2 მილიონს შეიტანენ. „მე მჯერა ამ ვაქცინის. ვიმედოვნებ, რომ ის ამ დღეებში აუცილებლობა გახდება“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენჟამინ ნეთანიაჰუმ.

 

ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას, პირველად, სამედიცინო პერსონალსა და რისკჯგუფში მყოფ, ხანდაზმულ მოქალაქეებს გაუკეთებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ ქართველი ებრაელი, მერაბ მიქაელი აწვდის. მისი თქმით, მარტისთვის, უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

 

Israel gets first delivery of Pfizer COVID-19 vaccine - Singaporenewslive.com

 

მერაბ მიქაელი: – დღეს ორი მილიონი ოდენობის ვაქცინას მიიღებს ისრაელი, “ფაიზერის” წარმოებულს. რუსული არ არის კარგიო, ამბობენ და არ შემოაქვთ. საინფორმაციოში გამოაცხადეს, რომ პირველ რიგში ექიმები და ასაკიანი ხალხი გაიკეთებს. თუმცა ექიმების კომენტარები მოვისმინე, ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგნი არიან, ჯერ ცდა უნდა ჩავატაროთო. მაგრამ 27 დეკემბრიდან ოფიციალურად, ეტაპობრივად, დაიწყება ვაქცინაცია. მარტში მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის საკმარის ვაქცინას მივიღებთ. როცა ყველა გაიკეთებს, მერე უკვე მეც გავიკეთებ.

 

ხომ იცით, ჭორები მუსირებს – ეს აცრა არ არის, ჩიპია, რომელიც ვაქცინით შეჰყავთ ორგანიზმში, რომ ჩვენზე სრული ინფორმაცია ჰქონდეთო (იცინის).

 

ვინც კოვიდ ვაქცინას გაიკეთებს, პირადობის მოწმობის მსგავს საბუთს გადასცემენ, რომ გაკეთებული აქვს და შეუძლია თავისუფლად იმოძრაოს.

 

დღეს ჩვენთან საღამოს ხანუკა იწყება – ეს არის სიკეთის, ბედნიერების და სინათლის მომტანი დღესასწაული. შანდალზე რვა სანთელი უნდა დავანთოთ რვა დღის მანძილზე, დღეში – ერთი. ამაღამ იწყება და ტკბილ ფუნთუშებს მივირთმევთ.

 

და ხანუკასთან დაკავშირებით გაიხსნა ყველაფერი, კაფე-რესტორნები, მაღაზიები, სავაწრო-ქსელები. ფრენები თავისუფლად ხორციელდება. განსაკუთრებით ხშირია ფრენა დუბაის მიმართულებით. ხუთ-რვა დღიანი ტურებით მიდიან დასასვენებლად.

 

ღმერთით, ალბათ, დადგა უკვე ის დრო, რომ ეს ვირუსი დამარცხდეს და სამყარომ ჩვეულ რიტმში განაგრძოს ცხოვრება. მშვიდობას გისურვებთ.

 

No description available.

ავტორი: თამარ გონგაძე

X