
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, პირველად აშშ-ის ისტორიაში ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
ცნობისთვის, აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.






















