14:03 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

ისტორიკოსი, ფეხბურთელი, ექიმი… – ვინ არიან თბილისში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები 

ისტორიკოსი, ფეხბურთელი, ექიმი… – ვინ არიან თბილისში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები 

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა და წინასაარჩევნო საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

 

თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი დავით სერგეენკო. ის 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო.

 

მას 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 18 ივნისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა.

 

დავით სერგეენკო

 

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატია ამავე რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე. ის 2015 სექტემბერი/ნოემბერში იყო ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე.

 

მას 2014-2015 წლებში ეკავა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. 2010-2014  წლებში იყო სს გეს „საქრუსენერგო“, ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

ნოდარ ტურძელაძე - 2015 წლის 13 ივნისი ...
ნოდარ ტურძელაძე

 

გლდანში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. მას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის – 100 შეხვედრა.

 

კობიაშვილი ასპარეზობდა გერმანული ბუნდესლიგის შემდეგ კლუბებში: ფრაიბურგში, შალკეში და ჰერტაში.ის 2015 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

ლევან კობიაშვილი

 

სამგორში მაჟორიტარობის კანდიდატია პროფესიით ისტორიკოსი, თეოლოგი და ჟურნალისტი სოზარ სუბარი. ის 2004-2009 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველი.

 

სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, ასევე, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში.

 

სუბარი 2014 წლის 26 ივლისიდან – 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.

 

სოზარ სუბარი

 

მთაწმინდაში მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია. ის 2010-2016 წლებში იყო შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი. მას 2005-2009 წლებში ეკავა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილისა და გენერალური დირექტორის თანამდებობა.

 

ბექა ოდიშარია

 

ისანი მაჟორიტაროებისთვის იბრძოლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი. მას აღნიშნული თანამდებობა 2015-2018 წლებში ეკავა. კახიშვილი 2018-2019  წლებში იყო  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ის 2019 წელს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

 

კახა კახიშვილი

 

ნაძალადევში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ყოფილი ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ ყაველაშვილი. ის დეპუტატის მანდატს 2016 წლიდან ატარებს.

 

მიხეილ ყაველაშვილი

 

დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი. ის 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე  იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; საპარლამენტო დელეგაციის წევრი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ძირითად და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სათადარიგო შემადგენლობებში. ვოლსკი 2019 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 25 ნოემბრამდე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგის სტატუსი.

 

გია ვოლსკი
ავტორი: Prime Time

X