
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე, “ვიტესი” საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შესახებ გასამართ შეხვედრას გამოეხმაურა.
ჰოლანდიურმა კლუბმა, საქართველოს ნაკრებს, “ვიტესის” ყოფილ კაპიტან გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს დღევანდელ მატჩში წარმატება უსურვა და გუნდის facebook გვერდზე აღნიშნულ ფაქტს პოსტი მიუძღვნა.
გურამ კაშია 2010 წლიდან ჰოლანდიურ „ვიტესის“ ფეხბურთელი იყო და კლუბის შემადგენლობაში 293 თამაში ჩაატარა, ვაკო ყაზაიშვილმა კი გუნდში სამი სეზონი გაატარა.
ჰონადიური კლუბის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკაში გადაინაცვლა და ამ დროისთვის კაშიაც და ყაზაიშვილიც ამერიკული “სან ხოსეს” ღირსებას იცავენ.
შეგახსენებთ, რომ “ვიტესს” უკავშირდება ლგბტქ სამკლაურის გაკეთება, რასაც ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოყვა. ასეთი სამკლავური ჰოლანდიური ერედივიზიონის ბოლო ტურში ყველა გუნდის კაპიტანს ეკეთა.
დღევანდელი შეხვედრა დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
🇬🇪 Georgië speelt vanavond de finale van de play-offs voor het EK 2021
Heel veel succes mannen!
Posted by Vitesse on ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2020























