
„მეგობრებო, გარწმუნებთ: იტალია არ განმეორდება. არამედ იქნება ბევრად უარესი“,- ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ და ასევე სხვის სიცოცხლეს.
„მეგობრებო, გარწმუნებთ: იტალია არ განმეორდება!
არამედ იქნება ბევრად უარესი! რას გაშინებთ და იმას გაშინებთ, რომ იტალიას ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა აქვს, ათასობით ქართველს ინახავს დღემდე და ის ქართველები აქეთ ინახავენ ასიათასს.
ჯერ კიდევ არის დრო! დაფიქრდი და დარჩი სახლში
მე მოხალისედ ვმუშაობ და ყოველდღე ვხედავ – ქუჩებში, უბნებში, მრევლს თუ ერს, ეს ამბავი სხვა ოთახიდან გამოსული ფილმის ხმა ჰგონია. არადა, ეს სიკვდილის ხმაა და თუ წავუყრუებთ, ძალიან, ძალიან ახლოდან გავიგონებთ!
გახსოვდეთ სიცოცხლე – თქვენიც და სხვისიც!“,- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს























