11:57 | 2020-04-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან გეგმავს

იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან გეგმავს

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე ამბობს, იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს.

 

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.

 

„ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან… მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს“,- აღნიშნა კონტემ.

 

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსის 181 228 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ვირუსს ყველაზე მეტი, 24 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X