
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 368 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში ინფექციამ ქვეყანაში 1 809 ადამიანი იმსხვერპლა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 590 შეადგენს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 24 747-ია.
ბოლო მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, გამოჯანმრთელდა 76 588 პაციენტი.
ჩინეთში საიდანაც ვირუსი გავრცელდა, გუშინ ინფიცირების 20 და გარდაცვალების მხოლოდ 10 შემთხვევა დაფიქსირდა.
ასევე დაგაინტერესებთ:























