09:51 | 2020-03-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

იტალიაში 102 წლის იტალიკა გრონდონა კორონავირუსისგან 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ CNN-ი წერს. 

 

„ჩვენ მას უკვდავი შევარქვით. იტალიკა წარმოადგენს ყველა იმ მოხუცებულის იმედს, ვინც ახლა კორონავირუსის არის ინფიცირებული. იტალიკა ჩვენთან მარტის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მას მინიმალური დახმარება დასჭირდა. ძირითადი სამუშაო მისმა ორგანიზმა თავად გასწია“, – ამბობს 102 წლის ქალის მკურნალი ექიმი.

 

ისივე თქმით, 1917 წელს დაბადებული იტალიკა გრონდონა პირველი ცნობილი პაციენტია, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსი და „ესპანური გრიპი“ ჰქონდეს გადატანილი.

 

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით 86498 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 9134 მიაღწია, ხოლო 10950 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

95 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
2020-03-2495 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X