
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 100 ათასს გადაცდა. ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ოფიციალურ გვერდზეა აღბეჭდილი.
ამ დროის მონაცემებით, იტალიაში COVID-19 102 ათას ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 11 660 გარდაიცვალა, 14 620 კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების 164 670 შემთხვევაა დადასტურებული.






















