
იტალიაში ვირუსით ინფიცირების 2,651 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ინფიცირების 15,113 შემთხვევაა აღრიცხული.
ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების იტალიაშია.
ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 132,993 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 68,891 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა – 4,946.
რაც შეეხება საქართველოს, 12 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.






















