
იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების 2 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსით 250 ადამიანი გარდაიცვალა.
13 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 660 შემთხვევაა გამოვლენილი. 1436 გამოჯანმრთელდა, 1 266 კი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაში 1 328 ადამიანია.
მსოფლიოში COVID19-ით 142 775 ადამიანი დაავადდა, აქედან 70 920 გამოჯანმრთელდა, 5 373 კი გარდაიცვალა.






















