
იტალიაში ახალი კორონავირუსით 150-ზე მეტი მედიკოსი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს იმ მედიკოსებსაც, რომლებიც პენსიაზე იყვნენ გასული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახურს დაუბრუნდნენ.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსი სულ 199 414 პაციენტს დაუდასტურდა, მათ შორის 26 977 გარდაიცვალა.






















