
სოციალურ ქსელში მომხმარებელი, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.
ნინო კასტილიონეს საავადმყოფოში იმყოფება და მას კორონავირუსი დაუდგინდა – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.
“ჩემო ძვირფასებო ვიცი ამ პოსტს ბევრი ელოდებით ჩემი მეგობრები და გაცნობებთ დიდი სიყვარულით რომ ჩვენი მეგობარი ამ წუთებში მართალია დიდი განსაცდელის წინაშეა და დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა იმყოფება მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ქ.კასტილიონეს საავადმყოფოში.
მადლობა შეუფასებელი იტალიელ ექიმებს, მდგომარეობაა სტაბილურია ამ წუთებში, ნინო კონტაქტზეა. გადავეცი თქვენი ყველას უდიდესი სიყვარული და მოკითხვა ჩემო გულიანო ქართველებო, სულიერ სიძლიერეს და ლოცვას არ აკლებს ჩვენი მამა კირიონ.
საკონსულომ დიდი ყურადღება გამოიჩინა და მორალურად გააძლიერა ჩვენი ნინიკო, შეუფასებელი მადლობა ყველას, გეფერებით, არ შეგეშინდეთ ჩვენ ყველა ერთად გავალთ ფონს, მიყვარხართ“- ვკითხულობთ ფეისბუქზე.
ჩემო ძვირფასებო ვიცი ამ პოსტს ბევრი ელოდებით ჩემი მეგობრები და გაცნობებთ დიდი სიყვარულით რომ ჩვენი მეგობარი ნინო მიქაძე…
Gepostet von Katerina Kiladze am Dienstag, 24. März 2020
იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 63 927 შემთხვევაა დაფიქსირებული.






















