12:37 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ ბარში ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი გარდაიცვალა.

 

იგი იტალიაში 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინოს მეგობარი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია წერს.

 

„ძალიან ცუდი დილა გათენდა. ჩვენი ნინო შორეულ იტალიაში გარდაიცვალა. საშინელი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს“,- წერს იგი.

 

ქართველი ემიგრანტების საბუთებში თბილისთან ერთად რუსეთი და საბჭოთა კავშირია აღნიშნული
2020-06-04ქართველი ემიგრანტების საბუთებში თბილისთან ერთად რუსეთი და საბჭოთა კავშირია აღნიშნული

 

ნინო ნარუშვილის ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში ცხოვრობს. მას სამი შვილი დარჩა. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. სავარაუდო ვერსიად სიმსივნე სახელდება.

 

ნინო ნარუშვილი ქალაქ ბარში დღეს დილით გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საქმის კურსშია იტალიაში საქართველოს საკონსულო, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: Prime Time

X