11:08 | 2021-10-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იტალიაში სენატორს „მწვანე საშვზე“ უარის გამო უფლებამოსილება შეუჩერეს

იტალიაში სენატორს „მწვანე საშვზე“ უარის გამო უფლებამოსილება შეუჩერეს

იტალიელ სენატორს, ლაურა გრანატოს 10 დღით უფლებამოსილება შეუჩერეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის შესასვლელში მან „მწვანე საშვის“ ჩვენებაზე უარი განაცხადა.

 

ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

 

გრანატოს საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომაში უნდა მიეღო მონაწილეობას, რომელიც „მწვანე საშვების“ მოქმედების გაფართოებას განიხილავს.

 

მოხუცმა ქალმა 4 მამაკაცი დააყაჩაღა - აშშ
2021-10-20მოხუცმა ქალმა 4 მამაკაცი დააყაჩაღა - აშშ

 

ის შენობაში შეუშვეს, თუმცა აცნობეს, რომ ამის შესახებ სენატის ხელმძღვანელობას აცნობებენ.

 

 

კომისიამ მუშაობა შეაჩერა, რადგან იქ გრანატო იმყოფებოდა, თავად სენატორს კი 10 დღით უფლებამოსილება ჩამოერთვა.

 

ამასთან, სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სენატორები, რომლებიც „მწვანე საშვის“ წარდგენაზე უარს განაცხადებენ, პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევლენ.

 

ცნობისთვის, 15 ოქტომბრიდან იტალიაში სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

ოპოზიციის ნაწილი თბილისის ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას დღეს წარადგენს
2021-10-20ოპოზიციის ნაწილი თბილისის ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას დღეს წარადგენს
 
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა
2021-10-20საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X