17:07 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

იტალიელი მსაჯი შეყვარებულთან ერთად საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი მსაჯი შეყვარებულთან ერთად საკუთარ სახლში მოკლეს

იტალიელი საფეხბურთო მსაჯი დანიელე დე სანტისი საკუთარ სახლში მოკლეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არბიტრთან ერთად მოკლული მისი 30 წლის შეყვარებული ელეონორა მანტაც დახვდათ.

 

შემთხვევა ქალაქ ლეჩეში მოხდა.

 

მოწმეების თქმით, ყვირილის ხმა გაიგონეს და დაინახეს უცნობი პირი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა და გარბოდა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ავტორი: Prime Time

X