23:51 | 2021-08-11 ავტორი: მარი ჯაფარიძე

იტალიელმა ექიმებმა ქართველი ჯანმრთელი მშობიარე კოვიდიან პაციენტებთან მოათავსეს – ნახეთ, რა მოხდა მერე

იტალიელმა ექიმებმა ქართველი ჯანმრთელი მშობიარე კოვიდიან პაციენტებთან მოათავსეს – ნახეთ, რა მოხდა მერე

გარდა იმისა, რომ ემიგრანტები მოშორებული არიან სამშობლოსა და ახლობელ-ნათესავებს, არც უცხო ქვეყანა იღებს მათ ხელგაშლილი და უამრავ პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, 5 თვის წინ, იტალიაში, საქართველოს მოქალაქე, ფეხმძიმე, ჯანმრთელი ქალი კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებთან ერთად მოათავსეს პალატაში, სადაც რაღა თქმა უნდა, მშობიარე დაინფიცირდა.

 

როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ იტალიაში მცხოვრები ქალბატონი უამბობს, რომელიც პროცესების მონაწილე თავად გახლდათ:

 

– საქართველოდან ჩამოსული ცოლ-ქმარი იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში მუშაობდნენ. გოგო დაფეხმძიმდა და როცა მშობიარობის დრო მოახლოვდა, დამსაქმებელმა ის სამსახურიდან გამოუშვა. ცოლ-ქმარი ჩამოვიდა იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ. მე მაქვს სახლი, რომელსაც ვაქირავებ ქართველებზე, რომლებსაც სჭირდებათ და ამის შესახებ თითქმის ყველა ქართველმა იცის. მომადგა ეს ცოლ-ქმარი დილის 7 საათზე. მაშინვე წავიყვანე პოლიციაში, რომ საჭირო საბუთებზე დავხმარებოდი. უკან რომ მოვბრუნდით, ქალს მშობიარობა დაეწყო – 2 დღე ჰქონდა დარჩენილი, ოფიციალურ თარიღამდე, მაგრამ ნაადრევად დაეწყო ტკივილები და წავიყავნე საავადმყოფოში. ჯანმრთელი ადამიანი დააწვინეს კოვიდიან მშობიარეებთან ერთად, პალატაში. გააჩინა ძალიან ლამაზი და ჯანმრთელი გოგონა.

 

თავად კი ბავშვი ვერც ნახა, ვინაიდან დაინფიცირდა და ბავშვთან არ შეიძლებოდა ურთიერთობა.  მაშინ იტალიაში ძალიან მძიმე კოვიდ სიტუაცია იყო, ვის სად აწვენდნენ, არავინ აქცევდა ყურადღებას. თანაც, ის არ იყო იტალიის მოქალაქე და როცა არალეგალი ხარ, დიდად არავინ იკლავს თავს შენ გამო. თუმცა, იტალიელიც რომ ყოფილიყო, მაშინ არავინ დაგიდევდათ, სად მოათავსებდნენ.

 

ბავშვის გამოყვანის დრო რომ მოვიდა, აღმოვჩნდით რთულ სიტუაციაში. დედა უნდა გადასულიყო ცალკე სახლში, სადაც იქნებოდა იზოლაციაში, მამას საცხოვრებელი არ ჰქონდა, არც სამსახური ჰქონდა და ამიტომ საქმეში ჩაერთო სოციალური სამსახური, რომელსაც იტალიის კანონმდებლობა ავალდებულებს, იზრუნოს ისეთ ბავშვებზე, რომლებსაც აღზდრდისთის შესაბამისი პირობები არ აქვთ. დადგა საკითხი, რომ დედისთვის უფლებაც კი ჩამოერთმიათ ქალისთვის. თუმცა, ჩაერია კონსული, ბატონი ვახტანგი, მე ავიღე ჩემს თავზე, რომ ვიზრუნებდი ბავშვზე, მამამ მომცა მინდობილობა და ასე გადავარჩინეთ ბავშვი გაშვილებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მამა-შვილი საქართველოში დაბრუნდა, დედა კი იტალიაში დარჩა. სექტემბერში თავადაც წამოვა საქართველოში და თავის ქმარ-შვილთან იქნება. მე არ გამიწყვეტია ურთიერთობა ანასტასიასთან, მისი ნათლიაც ვარ და თავს გადასარევად გრძნობს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X