11:46 | 2020-03-03 ავტორი: Prime Time

იტალიიდან ჩამოსული 7 მგზავრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიიდან ჩამოსული 7 მგზავრი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვიან ღამით, ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი გადაიყვანეს. ისინი საქართველოში მილანის რეისით ჩამოფრინდნენ.

 

მათ საზღვარზე შემოწმებისას მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც სპეციალურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. 29 თებერვალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო. ძირითადად პაციენტებს კი ინფექციურ საავადმყოფოში იღებენ.

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 45 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი 3044-მდე გაიზარდა.

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 89 073-მდე გაიზარდა, აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

X