14:33 | 2021-09-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იცავს თუ არა ოჯახის ერთი წევრის ვაქცინაცია დანარჩენებს ინფიცირებისგან?- ახალი კვლევა

იცავს თუ არა ოჯახის ერთი წევრის ვაქცინაცია დანარჩენებს ინფიცირებისგან?- ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, აცრილი ადამიანების ოჯახის წევრების კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება Pfizer–BioNTech-ის და Oxford–AstraZeneca-ს პირველი დოზის გამოყენებიდან 14 დღის შემდგომ. კვლევის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ავრცელებს.

 

„იცავს თუ არა ინდივიდის ვაქცინაცია მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირებისგან?

 

კვლევის დეტალები გამოქვეყნებულია ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში (NEJM).

 

კვლევა ჩატარებულია შოტლანდიაში, ჯანდაცვაში მომუშავე პერსონალის და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით. შოტლანდია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც ვქცინაცია დაიწყო. კვლევისას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები მოიცავს 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 3 მარტამდე პერიოდს.

 

„იყო რთული გზა, უძილო ღამეები“ - გოგონა, რომელიც დღენაკლული დაიბადა, რეანიმაციის განყოფილებას ტოვებს (ფოტოები)
2021-09-10„იყო რთული გზა, უძილო ღამეები“ - გოგონა, რომელიც დღენაკლული დაიბადა, რეანიმაციის განყოფილებას ტოვებს (ფოტოები)

 

სტატიაში მოყვანილია 144.525 ჯანდაცვაში დასაქმებული პირის და მათი ოჯახების 194.362 წევრის მონაცემები ვაქციანციამდელ, ვაქცინის პირველი დოზიდან 14 დღის და სრულად აცრის შემდგომი პერიოდიდან.

 

ამ კვლევის თანახმად, აცრილი ადამიანების ოჯახის წევრების კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა ჯერ კიდევ Pfizer–BioNTech-ის და Oxford–AstraZeneca-ს პირველი დოზის გამოყენებდან 14 დღის შემდგომ და ეს ეფექტი უფრო მძაფრად იყო გამოხატული სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში.

 

ვაქცინაცია გვიცავს არა მარტო მათ ვინც ვიცრებით, არამედ სავარაუდოდ იცავს ჩვენი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსით ინფიცირებისგან“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

ასევე ნახეთ: რამდენად ეფექტურია მიუ შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები 

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X