
“ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცის” სტუმარი ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფსიქო ტიპზე საუბრობს და ამბობს, რომ რეალობა, როგორიც არის, ის უნდა მიიღოს, მით უფრო, რომ ის პროფესიით იურისტია და იცის კანონის მნიშვნელობა. ხოლო თუ გაუჭირდება “აქ და ამჟამად” პრინციპით ცხოვრება, მაშინ ეს სხვა პროფილის სპციალისტის შესაფასებელი იქნება.
“რეალობა უნდა მიიღო ადამიანმა იმ ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც იმ წუთას არის. ადამიანს “აქ და ამჟამად” რეალობის მიღების უნარი უნდა ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილი იურისტია და მან იცის რა არის კანონი, იცის რას ნიშნავს კანონთან დამოკიდებულება და თუ მისი ფსიქიკა ვერ შეძლებს ამ რეალობის მიღებას, ამას სხვა რაღაც ჰქვია, სხვა მდგომარეობაა და სხვა შეფასებაა.
რეალობიდან გაქცევა პრობლემაა, შეცნობილი აუცილებლობა კი, თავისუფლებაა.” – ამბობს ნანა ჩაჩუა.






















