01:06 | 2021-07-10 ავტორი: Prime Time

„იცოდეთ, ამ იდეოლოგიისთვის ვინც იბრძვით, თქვენც ქვეშ მოგიყოლებენ ესენი რომ მოვლენ“ – ვის აფრთხილებს ცნობილი ბლოგერი

„იცოდეთ, ამ იდეოლოგიისთვის ვინც იბრძვით, თქვენც ქვეშ მოგიყოლებენ ესენი რომ მოვლენ“ – ვის აფრთხილებს ცნობილი ბლოგერი

სოციალურ ქსელში ლგბტ თემთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. ამ სათაურით ავრცელებს სტატიას Factcheck-ი.

თითქოს ის ძალიან ახლოს იყო LGBTQ საზოგადოებასთან, რამაც საბოლოოდ აუხილა თვალი და დაანახა მათი „პოლიტიკური სიბინძურის მანქანა“ - Factcheck-ი პოპულარული ბლოგერის ბოლოდროინდელ ყველაზე პოპულარულ ვიდეობლოგზე
2021-07-09თითქოს ის ძალიან ახლოს იყო LGBTQ საზოგადოებასთან, რამაც საბოლოოდ აუხილა თვალი და დაანახა მათი „პოლიტიკური სიბინძურის მანქანა“ - Factcheck-ი პოპულარული ბლოგერის ბოლოდროინდელ ყველაზე პოპულარულ ვიდეობლოგზე

 

საუბარია, ბლოგერის ნათია ქოლუსის ვიდეოზე, რომელსაც ორი დღის განმავლობაში „ფეისბუქზე“ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა უყურა.

 

მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ „თუ თავისუფლებისთვის იბრძვიან ეს ადამიანები, რატო უბლოკავენ მას სიტყვის თავისუფლებას“.

 

„იცოდეთ, ამ იდეოლოგიისთვის ვინც იბრძვით, თქვენც ქვეშ მოგიყოლებენ ესენი რო მოვლენ.

 

რო იცოდეთ არ იბრძოლებდით მაგ ფეიკ სიყვარულისთვის…

 

თუ ძაან თავისუფლებისთვის ხართ რატო მიბლოკავთ სიტყვის თავისუფლებას აბა?

 

YouTube ზეც მიდევს მარა იქაც დაარეპორტებენ ალბათ ხერხია ეგეთი საყოველთაოდ ცნობილი“,- წერს ნათია.

 

Facebook-მომხმარებლის Natia Colussi-ის მიერ 7 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს, LGBTQ+ თემთან დაკავშირებით მრავალი მანიპულაციური და დეზინფორმაციული სახის გზავნილი გავრცელდება. ვიდეოს ავტორი 38 წუთის განმავლობაში იმეორებს დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ LGBTQ+ საზოგადოების მთავარ მიზანს დომინირების მოპოვება წარმოადგენს და ორგანიზაცია რეალურად ხალხის „სიძულვილისა და დამონებისთვის“ შეიქმნა. დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებების გარდა, რომლებსაც „ფაქტ-მეტრი“ სტატიაში განიხილავს, Natia Colussi საუბრობს მრავალ ისეთ კონსპირაციულ თეორიაზე, როგორიცაა: მაგალითად, „პარიზის კონვენციითა“ და გლობალური დათბობის საკითხით ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა.

 

ამასთან ერთად, ავტორი აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან უკვე „ჩაშვებულია“ „ტოტალიტარული რეჟიმის“ დამყარების გეგმა, რომელიც მოიაზრებს, მაგალითად, ხორცის აკრძალვას და ა.შ. ხაზგასასმელია, რომ ყველა დეზინფორმაციულ მტკიცებას და ვიდეოში ნახსენებ მანიპულაციური ნარატივის ლეგიტიმაციას Natia Colussi მისი წლების წინ ღირსების რამდენიმე მარშში მონაწილეობის გამოცდილებით ცდილობს და ქმნის ისეთ ნარატივს, თითქოს ის ძალიან ახლოს იყო LGBTQ საზოგადოებასთან, რამაც საბოლოოდ აუხილა თვალი და დაანახა მათი „პოლიტიკური სიბინძურის მანქანა, რომელიც ცდილობს დომინიზაცია გაუკეთოს ხალხს“. აღსანიშნავია, რომ მის მიერ LGBTQ+ თემის მიმართ ღია სიძულვილის პარალელურად, მის Facebook-კედელზე იძებნება LGBTQ+ თემის მხარდამჭერი ფოტო მასალები, რაც ვიდეოს ავტორის შეხედულებებს ბუნდოვანს ხდის“, – ნათქვამია Factcheck-ის კვლევაში.

 

სრულად გადადით ლინკზე ⇒ თითქოს ის ძალიან ახლოს იყო LGBTQ საზოგადოებასთან, რამაც საბოლოოდ აუხილა თვალი და დაანახა მათი „პოლიტიკური სიბინძურის მანქანა“ – Factcheck-ი პოპულარული ბლოგერის ბოლოდროინდელ ყველაზე პოპულარულ ვიდეობლოგზე

 

ავტორი: Prime Time

X