23:54 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

იწვევს თუ არა ვაქცინა მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტსა და ფილტვის თრომბოზს? – „თავს უშველეთ…“ – ნანა გეგეჭკორი

იწვევს თუ არა ვაქცინა მიოკარდიუმის ინფარქტს, ინსულტსა და ფილტვის თრომბოზს? – „თავს უშველეთ…“ – ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ ახალ კვლევაზე ავრცელებს ინფორმაციას.

დელტა შტამზე თანდართული ნაწლავური ინფექცია - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 20%-ს სხვადასხვა სეზონურ ვირუსთან ბრძოლაც უწევს
2021-11-22დელტა შტამზე თანდართული ნაწლავური ინფექცია - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 20%-ს სხვადასხვა სეზონურ ვირუსთან ბრძოლაც უწევს

 

“Pfizer-ის ვაქცინასთან ასოცირებული კარდიოვასკულარული შემთხვევების ანალიზი… კვლევა ჩატარებულია საფრანგეთში და მოიცავს 3.9 მილიონ 75 წელს გადაცილებულ, ხანდაზმულ პოპულაციას.

 

საკვლევ პერიოდად აირჩიეს პირველი 14 დღე ორივე დოზის შემდგომ. დაკვირვების საგანი გახდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. კვლევის ამოცანა იყო გაერკვიათ ჰქონდა თუ არა კავშირი ამ სისხლძარღვოვან კატასტროფებს ვაქცინაციასთან.

 

კვლევის შედეგების თანახმად დაასკვნეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის ასოცირებული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და ფილტვის არტერიის თრომბოზის მომატებულ რისკთან.

 

კვლევა გამოქვეყნდა დღეს, რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში.

 

P. S. აიცერით, და თავს უშველეთ სანამ ქართული კოვიდ სტატისტიკის ტრაგიკული ნაწილი გახდებით…”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

 

აქვე ნახეთ: რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ონლაინ კაზინოებზე

 

ავტორი: Prime Time

X